მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Ford-ი უპილოტო ავტომობილების განვითარებაში $1 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს

58a17bd988370
BM.GE
13.02.17 13:23
1445
ამერიკული მულტინაციონალური კორპორაცია Ford-ი სტარტაპის Argo AI უპილოტო ავტომობილების განვითარებაში 1 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
 
კომპანია Argo-ი AI Alphabet-ის ყოფილმა ტოპ-მენეჯერმა ბრაიან სეილსკიმ და Uber-ის ყოფილმა თანამშრომელმა პიტერ რენდერომ დააარსეს. იგი ავტომწარმოებლის Ford პლატფორმის ახალი ავტომობილისთვის პროგრამულ უზრუნველყოფას დაამუშავებს.

Ford-ის აღმასრულებელი დირექტოი მარკ ფილდსი დარწმუნებულია, რომ ავტონომიური ავტომობილები საზოგადოებაზე გავლენას აუცილებლად მოახდენენ.

’’ავტონომიურ ავტომობილებს საზოგადოებაზე არანაკლები გავლენა ექნებათ, ვიდრე ჰენრი ფორდის გამოგონილ კონვეინერს“- განაცხადა მარკ ფილდსმა.

მანვე დასძინა, რომ Argo AI-ში ინვესტირება მიზნად ისახავს უპილოტო ავტომობილების წარმოებაში Ford-მა ლიდერის პოზიცია დაიკავოს.

"ეს უნიკალური პარტნიორობაა. ბევრი ტექნოლოგიური კომპანია კლიენტებს საჭიროებს და ბევრი ტექნიკის მწარმოებელი კი ტექნოლოგიურ პარტნიორს ეძებს. ჩვენ გამოცდილებას ვიძენთ, Argo AI-ი კი Ford-ის მომხმარებელს იღებს“ - აღნიშნავს ფილდსი.

Ford-ის პრესსამსახური აცხადებს, რომ კომპანია Argo AI ამჟამად "ვირტუალური მძღოლის“ განვითარებაზე მუშაობს, მაშინ როდესაც Ford-ი მისთვის ტექნიკის პლატფორმას მოამზადებს და უპილოტო ავტომობილების ნიმუშებს აწარმოებს.

Bloomberg-ის ცნობით, Argo AI-ი Ford-ის შვილობილი გახდება, თუმცა, როგორც დამოუკიდებელი კომპანია ისე განაგრძობს მოღვაწეობას. სტარტაპის დამფუძნებლები მიმდინარე წლის ბოლომდე დაახლოებით 200 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები