მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Ford-ის CEO-ს თქმით, ჩინეთთან კონკურენციაში ჩამორჩენა არასაკმარისი კვალიფიციური კადრის ბრალია

ჯიმ ფარლი / Ford CEO

წამყვანი ამერიკული ავტომწარმოებლის, Ford-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯიმ ფარლის თქმით, ჩინეთთან კონკურენციაში კომპანიების ჩამორჩენის მიზეზი არასაკმარისი კვალიფიციური სამუშაო კადრის არსებობაა. მისი თქმით, სწორედ ეს უშლის ხელს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და აფერხებს უცხოურ ბაზრებზე დამოკიდებულების შემცირებას. ფარლის შეფასებით, ვიდრე დასახელებული პრობლემა არ აღმოიფხვრება, ტრამპის პოლიტიკა “დამზადებულია ამერიკაში” სრულფასოვნად ვერ ამოქმედდება.

Ford-ის CEO განმარტავს, რომ ამ კუთხით ყველაზე რთულ ვითარებაში ავტომწარმოებლები, ასევე დატა ცენტრების განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიები და სამშენებლო ბიზნესები არიან. ფარლი აღნიშნავს, რომ დასაქმებულთა გადამზადება და მათი ცოდნის გაღრმავება ის ერთადერთი გამოსავალი, რომელსაც წარმოების ამერიკულ ბაზარზე დაბრუნება შეუძლია.

“წლების განმავლობაში ჩვენ არასაკმარისად ვაფასებდით იმ პროფესიებს და იმ პროფესიონალებს, რომლებიც, თუნდაც ელექტრიკოსებად მუშაობდნენ. თანხების დაზოგვისა და წარმოების გაზრდის მიზნით უცხოურ ქვეყნებს მივაშურეთ, ამან კი ადგილობრივ ბაზარზე უარყოფითად იმოქმედა. შესაბამისად, თუ ძველი პოზიციების აღდგენა გვსურს, სწორედ ეს საკითხი უნდა გადავჭრათ” - განმარტავს ფარლი.

ფარლი კომპანიებს მოუწოდებს, ადგილობრივების განათლების გაღრმავებაში მეტი თანხა ჩადონ და ხელი შეუწყონ ისეთი კვალიფიციური სამუშაო კლასის შექმნას, რომლის გარეშეც ამერიკული წარმოების განვითარება შეუძლებელი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები