მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Ford-ის დირექტორი ტრამპს ჩინური EV-ტექნოლოგიების დაშვებას სთხოვს

ev

Ford-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯიმ ფარლი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ახალ ინიციატივას განიხილავს, რომელიც ამერიკულ ბაზარზე ჩინური ელექტრომობილების ტექნოლოგიების დაშვებას გულისხმობს, ოღონდ მკაცრად განსაზღვრული პირობებით.

ფარლის გეგმის თანახმად, თუკი ათწლეულების განმავლობაში ჩინეთი სთხოვდა დასავლურ კომპანიებს ადგილობრივ პარტნიორებთან გაერთიანებას მათ ბაზარზე შესასვლელად, ახლა Ford-ი სთავაზობს თეთრ სახლს, რომ ჩინურმა კომპანიებმა ააშენონ აშშ-ში ქარხნები, თუმცა ამერიკული კომპანიების საკონტროლო პაკეტისა და მართვის ქვეშ.

ამ მოდელით ავტომობილების წარმოებას ამერიკელი მუშახელი უზრუნველყოფს, რაც ადგილობრივ ბაზარზე სამუშაო ადგილებს შექმნის. ამასთან, ამერიკელი მწარმოებლები მიიღებენ წვდომას ჩინურ დაბალბიუჯეტიან და მაღალტექნოლოგიურ დეტალებზე, მათ შორის LFP-ბატარეებზე, რაც კრიტიკულია ელექტრომობილების გასაიაფებლად.

ამასთან, ჯიმ ფარლიმ ჩინური ავტოინდუსტრიას „ეგზისტენციალური საფრთხე“ უწოდა და მიიჩნევს, რომ მათი გამოცდილების გარეშე ამერიკული კომპანიები კონკურენციას ვერ გაუძლებენ და გაკოტრდებიან.

აღსანიშნავია, რომ Ford-ი უკვე თანამშრომლობს ჩინურ CATL-თან მიჩიგანის ბატარეების ქარხნის პროექტში. პარალელურად, General Motors-ი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ ინიციატივას, რადგან შიშობს, რომ ეს ადგილობრივ მომწოდებლებს დააზარალებს და ჩინეთის ზედმეტად გაძლიერებას გამოიწვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები