მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Ford-ის ელექტრომობილების მიმართულების ხელმძღვანელი პოსტს ტოვებს

დაგ ფილდი

ამერიკული ავტომწარმოებელი კომპანია Ford-ის ელექტრომობილების, ციფრული და დიზაინის მიმართულებების ხელმძღვანელი, დაგ ფილდი, კომპანიიდან მიდის.

აღნიშნული გადაწყვეტილება ავტოგიგანტის სტრუქტურულ რეორგანიზაციასა და მენეჯმენტის ოპტიმიზაციას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ფილდი მოვალეობის შესრულებას მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, მისი ჩამნაცვლებლის დასახელებამდე გააგრძელებს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ჯიმ ფარლი ამ საკადრო ცვლილებას Ford+ ბიზნესსტრატეგიის განხორციელებისთვის გადამწყვეტ ნაბიჯად მიიჩნევს. რეორგანიზაციის ფარგლებში კომპანია ახალ ქვედანაყოფს შექმნის, რომელსაც კუმარ გალჰოტრა უხელმძღვანელებს. ახალი სტრუქტურა დაგ ფილდის პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფ დეპარტამენტებს და გლობალურ ინდუსტრიულ ჯგუფს გააერთიანებს. როგორც ირკვევა, ამ ცვლილების მთავარი მიზანი 2029 წლისთვის საოპერაციო მოგების მარჟის 8%-მდე გაზრდაა.

აღსანიშნავია, რომ დაგ ფილდის წასვლის მთავარი მიზეზი მის მიერ გადადგმული ნაბიჯების არაეფექტიანობა გახდა. ის Ford-ს 2021 წელს შეუერთდა, თუმცა ვერ მოახერხა მაღალი მოლოდინების გამართლება. მისმა ელექტრომობილების დეპარტამენტმა გაღებული ინვესტიციის ამოღება ვერ უზრუნველყო. მეტიც, დეკემბერში ავტომწარმოებელმა $19.5 მილიარდი დოლარის მოცულობის ზარალი აღრიცხა.

Ford-ში ელექტრომობილების სეგმენტში დაფიქსირებული დანაკარგი განსაკუთრებით მძიმედ იმიტომ აღიქვეს, რომ მათმა მთავარმა კონკურენტმა, General Motors-მა იმავე საანგარიშო პერიოდში მხოლოდ $7.6 მილიარდის ზარალი მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები