მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Ford Mustang-ის შემქმნელი გარდაიცვალა

5d1c8427ba9f3
მიხეილ ხაჩიძე
03.07.19 14:31
845

Ford Mustang-ის შემქმნელი, ავტოსფეროს ლეგენდარული  სიმბოლო ლი იაკოკა გარდაიცვალა.

ბიზნესმენი 94 წლის იყო. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოჯახის წევრებმა ოფიციალურად დაადასტურეს.  ამერიკელი მენეჯერი და რამდენიმე ავტობიოგრაფიული წიგნის ავტორი,   კომპანია Ford-ის ერთ-ერთი პრეზიდენტი, ხოლო მოგვიანებით კორპორაცია Chrysler-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო.

როგორც Fiat Chrysler (FCA)-ს მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილშია ნათქვამი, ლი იაკოკას ავტოკომპანიის უმნიშვნელოვანესი მმართველი იყო, მისი როლი არა მხოლოდ Chrysler -ის არამედ, მთლიანად ავტოინდუსტრიაში განუზომლად დიდია.

იაკოკამ კარიერა ავტოინდუსტრიაში 36 წლის ასაკში დაიწყო; ის ფორდის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე დაინიშნა. 1978 წელს კი,  იმ პერიოდისთვის ამერიკის სიდიდით მესამე ავტოკონცერნ Chrysler -ს დირექტორი გახდა, რომელიც გაკოტრების პირას იყო, თუმცა ლი იაკოკას მმართველობის პერიოდში კომპანიას აყვავების პერიოდი კვლავინდებურად დაუდგა.

ლი იაკოკა Ford Mustang-ის შემქმნელად ითვლება, სწორედ მისი ხელმძღვანელობით გამოუშვა კომპანია Ford-მა პოპულარული ავტომობილი Ford Mustang-ი, რომლის წარმოება დღემდე აქტიურად ხდება.  

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები