მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Ford თანამშრომელთა მასშტაბურ შემცირებას აანონსებს

5c37682a19c1a
მარიამ ადამია
10.01.19 20:30
583
ამერიკული ავტოკონცერნი Ford ევროპაში ათასობით ადამიანს სამსახურიდან გაათავისუფლებს.

აღნიშნულის მიზეზად კომპანია ბიზნესის რეორგანიზაციას ასახელებს.

მენეჯმენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Ford მინი-ვენის სეგმენტიდან გამოსვლას და ბიზნეს-მოდელის გადახედვას ისახავს მიზანდ.

“ჩვენ საკმაოდ მკაცრ გადაწყვეტილებებს მივიღებთ მიმდინარე წელს კომპანიის შიგნით, იმისათვის, რომ ბიზნესი ევროპაში გაცილებით ეფექტიანად ამუშავდეს და შესაბამისად განვითარდეს”, - აცხადებს ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის მასშტაბით კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი სტივენ არმსტრონგი.

მან არ დააკონტრეტა თუ რამდენ ადამიანს გაათავისუფლებს სამსახურიდან, თუმცა საკმაოდ მასშტაბურ შემცირებას აანონსებს.

დღევანდელი მონაცემებით, Ford-ის ევროპულ ფილიალებში, დაახლოებით, 53 ათასი ადამიანია დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები