ცნობილი ამერიკული ბრენდი Forever 21-ი გაკოტრებას გადაურჩა, რადგან მის ახალ 3 მფლობელს ბრენდის შენარჩუნება და გაფართოვება სურთ. ამის შესახებ ინფრომაციას BBC-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ახალ მფლობელებს Authentic Brands-ს, Simon Property და Brookfield Property-ის სურთ აშშ-ში Forever 21-ის 448 მაღაზიის შენარჩუნება.
მოდის სახლი ასევე ეძებს ახალ აღმასრულებელ დირექტორს კომპანიის განვითარების მიზნით.
სამივე მფლობელს სურვილი აქვთ ითანამშრომლონ როგორც ახალ, ასევე მოქმედ პარტნიორებთან, იმ მიზნით რომ ქსელი განავითარონ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში.
ამეrიკულ ბრენდს 600 მაღაზიაა აქვს 57 ქვეყნის მასშტაბით.
ცნობისათვის, ამერიკულმა ბრენდმა Forever 21-მა, რომელიც გაკოტრებულად 4 თვის წინ გამოცხადდა, კომპანიის აქტივები 81 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა.
შეგახსენებთ, რომ 1984 წელს დაფუძნებულ Forever 21-ს ერთ დროს მსოფლიოს 57 ქვეყანაში 800-ზე მეტი მაღაზია ჰქონდა. 2019 წლის ივლისში კი ე.წ სწრაფი მოდის ინდუსტრიაში არსებული არასტაბილურობის გამო, კომპანიას პრობლემები შეექმნა და შედეგად ასობით მაღაზიის დახურვა მოუწია.