მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forever 21-ი გაკოტრების შემდეგ აქტივებს $81 მილიონად გაყიდის

5e39654eaf4ae
ნათია თაქთაქიშვილი
04.02.20 20:00
945
ცნობილი ამერიკული ბრენდი Forever 21-ი, რომელიც გაკოტრებულად 4 თვის წინ გამოცხადდა, კომპანიის აქტივებს 81 მილიონ აშშ დოლარად გაყიდის. აქტივის შესყიდვით Simon Property Group-ია დაინტერესებული. გარიგება მოიცავს Forever 21-ის ყველა აქტივის შეძენას, მათ შორის მაღაზიების და კოსმეტიკური ხაზის RileyRose-ის. ამის შესახებ CNN-ი წერს.

როგორც კომპანია აღნიშნავს, მიღწეული გარიგება ბრენდს დაეხმარება ბაზარზე განაგრძოს ოპერირება.

„ეს გარიგება Forever 21-ს დაეხმარება თავი დააღწიოს გაკოტრებას, შეინარჩუნოს სათავო ოფისები და მაღაზიები, ასევე განავითაროს ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმა“, - აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

ცნობისთვის, 1984 წელს დაფუძნებულ Forever 21-ს ერთ დროს მსოფლიოს 57 ქვეყანაში 800-ზე მეტი მაღაზია ჰქონდა. 2019 წლის ივლისში ე.წ სწრაფი მოდის ინდუსტრიაში არსებული არასტაბილურობის გამო, კომპანიას პრობლემები შეექმნა და შედეგად ასობით მაღაზიის დახურვა მოუწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები