ფორმულა 1-ის ახალი ეპოქის ერთ-ერთი მთავარი სახე, კიმი ანტონელია, რომელმაც სულ რაღაც 20 წლის ასაკში ავტოსპორტის უმაღლეს მწვერვალს მიაღწია და ფორმულა 1-ის ჩემპიონი გახდა. იტალიელმა მრბოლელმა მექსიკის გრან-პრის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა. გზა, რომელიც კარტინგით დაიწყო, „მერსედესის“ ნდობით გაგრძელდა და საბოლოოდ ისტორიულ შედეგამდე მივიდა. იტალიელი არა მხოლოდ სპორტული შედეგებით, არამედ მზარდი კომერციული პოტენციალითაც იქცევს ყურადღებას. ფორმულა 1-ის ახალგაზრდა ჩემპიონი ბრენდებისთვის მიმზიდველი სახეა, ხოლო მისი კარიერის განვითარება მომავალში კიდევ უფრო დიდ ფინანსურ შესაძლებლობებს უკავშირდება. როგორ დაიწყო ანტონელის გზა ავტოსპორტში, რა ეტაპები გაიარა ფორმულა 1-მდე, როგორ იქცა „მერსედესის“ ერთ-ერთ მთავარ საყრდენად და რას შეიძლება ნიშნავდეს მისი მსოფლიო ჩემპიონობა?






























