ფორმულა 1-ში “რედ ბულის” დომინაციის ხანაა, თუმცა მომავალი წლიდან გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წევრი ედრიან ნიუი სამუშაო ადგილს შეიცვლის. The Athletic-ის ინფორმაციით ლეგენდარული ინჟინერი საბოლოო დეტალებს ათანხმებს და მომავალი სეზონიდან “ასტონ მარტინში” იმუშავებს.
ნიუი “რედ ბულში” 2006 წლიდან მოღვაწეობს და მთლიანად ფორმულა 1-ში თითქმის 40 წლიანი გამოცდილება აქვს. ამ პერიოდში ის ჩემპიონი 13-ჯერ გახდა მათ შორის სამჯერ თავის ამჟამინდელ კოლეგა მაქს ფერსტაპენთან ერთად.
ნიუმ გუნდის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას მაისის თვეში ამცნო და მისი დამატების ინტერესი მაშინვე გამოხატეს “უილიამსმა”, “ფერარიმ” და “მაკლარენმა”. სავარაუდოა, რომ ედრიენი საკუთარ გადაწყვეტილებას ოფიციალურად აზერბაიჯანული გრან პრის დაწყებამდე გამოაცხადებს, რომელიც 15 სექტემბერსაა ჩანიშნული.
ცნობისთვის, “ასტონ მარტინის” მთავარი მესაჭე ესპანელი პილოტი ფერნანდო ალონსოა, რომლის განცხადებითაც ნიუი გააძლიერებს მათ მანქანებს, თუმცა ერთი ადამიანის დამატება ყველა პრობლემას, მაინც ვერ გადაჭრის.