მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფორმულა 1-ის ლეგენდარული დიზაინერი, ედრიან ნიუი “რედ ბულს” დატოვებს

ედრიან ნიუი რედ ბულს ტოვებს

ფორმულა 1-ის მოქმედმა ჩემპიონმა გუნდმა “რედ ბულმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლეგენდარული დიზაინერი ედრიან ნიუი 2025 წელს გუნდს დატოვებს.

ინგლისური მედიის Sky Sports-ის ინფორმაციით ჩემპიონობების რაოდენობით რეკორდსმენი გუნდი “ფერარი” ნიუისთან ხელშეკრულების დადების უმთავრესი ფავორიტია და მისი გადაბირებისთვის 100 მილიონ დოლარსაც გადაიხდის. ამას ის ფაქტიც ამყარებს, რომ მომავალ სეზონში იტალიურ გუნდს 7 გზის მსოფლიოს ჩემპიონი ლუის ჰამილტონიც შეუერთდება, რომლის მიმართაც ნიუი სიმპათიას არასდროს მალავდა.

ლეგენდარული დიზაინერის ბოლო ნამუშევარი RB17 იქნება, რომელიც ორგანიზაციის მიერ წარმოებული პირველი ჰიპერ ავტომობილია.

გავრცელებული ინფორმაციით სიტუაცია გუნდში მას შემდეგ აირია, რაც ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა კრისტიან ჰორნერმა დაკავებული თანამდებობა ადვოკატების დახმარებით შეინარჩუნა, მაშინ როცა კლუბის პირველი მრბოლელი მაქს ფერსტაპენი და “აეროდინამიკის მამა” ედრიან ნიუი მისი მოწინააღმდეგეები იყვნენ.

“რედ ბულს” შესაძლოა პრობლემები “ფორდთანაც” შეექმნას, რომელიც 2026 წლიდან გუნდისთვის ძრავის მიმწოდებელი უნდა გახდეს. თუ “რედ ბულმა” შიდა სამზარეულო ვერ დაალაგა, ამერიკული კომპანია კონტრაქტის გაწყვეტას განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ ედრიან ნიუი “რედ ბულში” 2006 წლიდან მუშაობს და ამ გუნდთან ერთად 13 ტიტული მოიპოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები