მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფორმულა 1-მა ბაჰრეინსა და ჯედაში რბოლები გააუქმა

ჯედა და ბაჰრეინი ფორმულა 1

აშშ-სა და ისრაელის ირანზე სამხედრო თავდასხმისა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, ფორმულა 1-მა აპრილში გასამართი ბაჰრეინისა და საუდის არაბეთის გრანპრი გააუქმა. შედეგად, 2026 წელს მხოლოდ 22 რბოლა შედგება.

სახირისა და ჯედას ავტოდრომებს სეზონის მე-4 და მე-5 რაუნდებისთვის, შესაბამისად, 10-12 და 17-19 აპრილს უნდა ემასპინძლათ. გამომდინარე იქიდან, რომ ორივე ქვეყანა სპარსეთის ყურეშია, FIA-სთან კონსულტაციის შედეგად, F1-მა კალენდრიდან ორივე რბოლა ამოიღო. ბაჰრეინსა და არაბეთში რბოლები არც F3-ის, F2-ისა და F1-ის აკადემიის ფარგლებში შედგება.

“ეს ძალიან რთული, მაგრამ სამწუხაროდ, სწორი გადაწყვეტილებაა, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების გამო. FIA-ისა და ფორმულა 1-ისთვის უსაფრთხოება ყველაზე პრიორიტეტულია. მოუთმენლად ველით რეგიონში სიტუაციის დასტაბილურებას და ჩვენს იქ დაბრუნებას. ფორმულა 1-ის ეკოსისტემისთვის ორივე გრანპრი ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა FIA-ის პრეზიდენტმა, მუჰამედ ბენ სულაიემმა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის გრანპრიმდე ბაჰრეინისა და არაბეთის გრანპრის შესაძლო ალტერნატივებზეც იყო საუბარი, მათ არცერთი სხვა ავტოდრომი არ ჩაანაცვლებს. შედეგად, აპრილის თვეში არცერთი რბოლა არ შედგება და იაპონიისა (27-29 მარტი) და მაიამის გრან პრის შორის (1-3 მაისი) 5-კვირიანი შესვენება იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები