საქართველოში პირველი ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი შეიქმნა, რომლის ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია შპს "ფორსაით ინვესტმენტ გრუპია". ფორსაითის ლარის ფულადი ბაზრის ფონდი ახალი ტიპის ფინანსურ პროდუქტს წარმოადგენს, რომელიც საზოგადოებისა და ბიზნესსექტორისათვის ხელმისაწვდომი ფინანსური პროდუქტების სპექტრს კიდევ უფრო აფართოებს.
ფორსაითის ლარის ფულადი ბაზრის ფონდის საქმიანობა 2020 წლის 22 ივლისის, საინვესტიციო ფონდების შესახებ, საქართველოს კანონით რეგულირდება. ის უფლებამოსილია საჯარო შეთავაზება განახორციელოს, რაც ნიშნავს, რომ ფონდში ინვესტირება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია.
სტუმრები: გია მორჩილაძე - "ფორსაით ინვესტმენტ გრუპის" აღმასრულებელი დირექტორი;
არჩილ მელიქაძე - "ფორსაით ინვესტმენტ გრუპის" რისკების და ფინანსური მართვის უფროსი ოფიცერი;