მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფორსაითის ლარის ინდექსი - რეალური საბაზრო განაკვეთების ახალი მაჩვენებელი

ლარი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია ფორსაით ინვესტმენტ გრუპი ლარის ინდექსის შექმნის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. კომპანიის განმარტებით, ფორსაითის ლარის ინდექსი წარმოადგენს მაჩვენებელს, რომელიც ასახავს ეროვნულ ვალუტაში ერთი დღით თანხის განთავსების საშუალო რეალურ განაკვეთს, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის.

ლარის ინდექსი ფორსაითის ლარის ფონდის ყოველდღიურ ამონაგებს ეფუძნება. შეგახსენებთ, რომ ფორსაითის ლარის ფონდი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ავტორიზებული პირველი საინვესტიციო ფონდია, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს თანხების მოკლევადიანი განთავსების შესაძლებლობას სთავაზობს. ფონდში მინიმალური შენატანი 100 ლარია, მინიმალური ვადა - 1 დღე. ფონდში შეტანილ თანხაზე სარგებელი ყოველდღიურ ნაშთზე ირიცხება. ფონდიდან თანხის გატანა კი მაქსიმუმ ერთ სამუშაო დღეშია შესაძლებელი.

ფორსაითის ლარის ფონდში მოზიდული თანხები სხვადასხვა ქართულ კომერციულ ბანკში თავსდება, მოთხოვნამდე და ვადიან ანაბრებზე. ფონდის პორტფელის ყოველდღიური ამონაგები წარმოადგენს სხვადასხვა ბანკების მიმდინარე და ვადიანი ანაბრებიდან მიღებული შემოსავლების საშუალო მაჩვენებელს; აქედან გამომდინარე, ფონდის ყოველდღიურ ამონაგებზე დაფუძნებული ფორსაითის ლარის ინდექსი საბაზრო საპროცენტო განაკვეთის ყოვლისმომცველი ინდიკატორია.

საქართველოში მიმდინარე საბაზრო განაკვეთების გასაზომად ორი მთავარი მაჩვენებელი გამოიყენება: საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) რეფინანსირების განაკვეთი და თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთი (TIBR). თუმცა, ორივეს აქვს თავისი სპეციფიკა:

  • რეფინანსირების განაკვეთი ასახავს საბაზრო პირობებს, მაგრამ ის არის მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტი და ექვემდებარება მარეგულირებლის გადაწყვეტილებებს.
  • TIBR წარმოადგენს მხოლოდ ბანკებს შორის არსებულ განაკვეთებს და ნაკლებად რელევანტურია ბაზრის სხვა მონაწილეებისთვის.

აღნიშნული მაჩვენებლებისგან განსხვავებით, ფორსაითის ლარის ინდექსი ასახავს იმ განაკვეთს, რომლით სარგებლობა ნებისმიერ ფიზიკურ პირსა და კომპანიას მარტივად შეუძლია. აქედან გამომდინარე, ფორსაითის ლარის ინდექსი ყველაზე რელევანტური და ხელმისაწვდომი მაჩვენებელია ფართო საზოგადოებისთვის.

"ფორსაითის ლარის ინდექსი არის ახალი ინდიკატორი, რომელიც ასახავს რეალურ საბაზრო განაკვეთს ფართო საზოგადოების პერსპექტივიდან. ის არა მხოლოდ ასახავს ბაზრის მიმდინარე მდგომარეობას, არამედ უზრუნველყოფს მის გამჭვირვალობას და ზრდის ნდობას მის მიმართ; ამით ინდექსი ხელს უწყობს ბაზრის განვითარებას. გვჯერა, რომ ეს ინდექსი დაეხმარება როგორც კერძო პირებს, ასევე კომპანიებს თანხების განთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში." - განაცხადა გია მორჩილაძემ, ფორსაით ინვესტმენტ გრუპის დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები