მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფორსაითის“ მხარდაჭერით, „რიკო ექსპრესმა“ 200 მლნ ლარის ობლიგაციები გამოუშვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბროკერო კომპანია „ფორსაით ბროკერსის" და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესმა" 200 000 000 ლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა. ემისიის მიზნობრიობას 2023 წელს გამოშვებული 130 მილიონი ლარის ობლიგაციების რეფინანსირება და პორტფელის ზრდა წარმოადგენს. „რიკო ექსპრესის“ ბონდები 80%-ით უზრუნველყოფილია საკრედიტო პორტფელით, მისი ვადიანობა 5 წელს შეადგენს. საპროცენტო განაკვეთად კი განსაზღვრულია TIBR+3%.

სტუმრები: რატი მორჩილაძე - „ფორსაითის“ წარმომადგენელი;

ლაშა ნიკოლაიშვილი - „რიკო ექსპრესის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები