მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ფორსაითის“ მხარდაჭერით, „რიკო ექსპრესმა“ ₾200მლნს ობლიგაციები გამოუშვა;

„ფორსაითის“ მხარდაჭერით, „რიკო ექსპრესმა“ 200 მლნ ლარის ობლიგაციები გამოუშვა. ემისიის მიზნობრიობას 2023 წელს გამოშვებული 130 მილიონი ლარის ობლიგაციების რეფინანსირება და პორტფელის ზრდა წარმოადგენს. ემისია ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბროკერო კომპანია „ფორსაით ბროკერსის“ და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. რიკო ექსპრესი, ემისიით, დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციას და პორტფელის შემდგომ ზრდას უზრუნველყოფს. მოზიდული 200 მილიონი ლარიდან ნაწილი 2023 წლის ობლიგაციების რეფინანსირებას მოხმარდება, ხოლო 70 მილიონი ლარი - ბიზნესის გაფართოებას. რიკო ექსპრესის ბონდები 80%-ით უზრუნველყოფილია საკრედიტო პორტფელით და მისი ვადიანობა 5 წელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები