ჰოლივუდური ფილმის Fast and Furious 9“ ("ფორსაჟი 9")-ის ოფიციალური ტრილერი გამოვიდა, რომელშიც კარგად ჩანს საქართველოში, სხვადასხვა ლოკაციებზე გადაღებული მონაკვეთები.
შეგახსენებთ: „ფორსაჟი 9“-ის ეპიზოდის გადაღებები თბილისსა და რუსთავში გასულ წელს 19 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე მიმდინარეობდა.
საქართველოში ჰოლივუდური ფილმის გადაღებისთვის, დაახლოებით, 32 მლნ ლარი დაიხარჯა.
„ფორსაჟი 9“-ის ეპიზოდი პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში გადაიღეს. საქართველოში გადაღებები ქართულმა საპროდიუსერო კომპანია „ენკენი ფილმს ფფ9“-მ უზრუნველყო.