მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფორუმი მზის ელექტროსადგურის სარგებლიანობის შესახებ - „მდგრადი ინვესტიცია და ბიზნეს სარგებელი“

607fcbfe1360b
ვიქტორია მღებრიშვილი
21.04.21 11:13
1164
ხვალ, დედამიწის დღეს პროკრედიტ ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის (GEFF) ორგანიზებით 17:00 საათზე თემაზე „მზის ელექტროსადგური - მდგრადი ინვესტიცია და ბიზნეს სარგებელი“ ფორუმი გაიმართება. 

ფორუმზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.

"პროკრედიტ ბანკის" ინფორმაციით, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, განხილული იქნება პროექტის უპირატესობები ბიზნესისა და გარემოსთვის, დაფინანსების პირობები. ელექტროენერგიის ბაზარზე ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებები, რამაც კიდევ უფრო ეფექტიანი გახადა სუფთა ენერგიის წარმოების პროექტი ბიზნესისთვის.

"პროკრედიტ ბანკის" წარმატებული მაგალითის საფუძველზე შეფასდება რეალური სარგებელი. მოგეხსენებათ, ბანკს 2020 წლის ივნისიდან საკუთარი მზის ელექტროსადგური აქვს განთავსებული სათავო ოფისის სახურავზე, რომელიც სუფთა ენერგიას გამოიმუშავებს. ამასთანავე, დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება, გაეცნოს სხვა წარმატებულ მაგალითებს და ბევრ საჭირო ინფორმაციას, რაც მათ გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებათ. შეხვედრა გაიმართება ქართულ ენაზე.

სპიკერები:

ალექსანდრე ჯაშიაშვილი - ProCredit Bank
მურად ხარაიშვილი - GEFF საქართველოში
ანდრო ბუთხუზი - GEFF საქართველოში
გრიგოლ გუმბერიძე - Mego.ge
ლევან კობახიძე - Sun house

შეხვედრას მოდერაციას ანა იასეშვილი გაუწევს.

GEFF საქართველოში მხარდაჭერილია მწვანე კლიმატის ფონდისა (GCF) და ავსტრიის ფედერალური სამინისტროს (BMF) მიერ.
(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები