მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ფოსტის" ბალანსზე 5 მლნ-ის - გამოუყენებელი და 2 მლნ-ის დაურეგისტრირებელი ქონება ირიცხება

5c8cd772a3fcb
თელარა გელანტია
16.03.19 17:17
2326
„საქართველოს ფოსტის“ ბალანსზე 5,094,179 ლარის ღირებულების 84 ერთეული − გამოუყენებელი და 2,032,876 ლარის ღირებულების 66 ერთეული − საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებელი უძრავი ქონება ირიცხება.

აღნიშნული „საქართველოს ფოსტის“ 2017 წლის შესაბამისობის ანგარიშიდან ირკვევა, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა.

აუდიტის შეფასებით, „საქართველოს ფოსტაში“ ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა და ფულადი საშუალებების ინვენტარიზაცია „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ დებულებით დადგენილი პერიოდულობით არ ტარდება.

„აუდიტის ჯუგფმა, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, 2018 წლის 10 მაისს ჩაატარა კომპანიის მარაგებში არსებული ავტონაწილების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციით დაფიქსირებული ფაქტობრივი ოდენობის ბუღალტრულ ნაშთებთან შედარებით გამოვლინდა 18,991 ლარის დანაკლისი (შერჩეული მოცულობის 56%) და 1,187 ლარის ზედმეტობა (შერჩეული მოცულობის 16%). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბუღალტრულად დაფიქსირებული ნაშთები არ ედრება საწყობის პროგრამის მონაცემებს.

ინვენტარიზაციის ჩატარების გარეშე, შესაძლოა კომპანიამ ვერ უზრუნველყოს აქტივების ეფექტიანი მართვა, მოძველებული ან დაკარგული აქტივების დროულად აღმოჩენა. შესაბამისად, ვერ განახორციელოს აქტივების სათანადო კონტროლი.

აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ კომპანიის ბალანსზე ირიცხება 5,094,179 ლარის ღირებულების, 84 ერთეული − გამოუყენებელი და 2,032,876 ლარის ღირებულების, 66 ერთეული − საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებელი უძრავი ქონება“, - წერია აუდიტის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები