გამოცემის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება მხარეებს შორის მოლაპარაკეკების შედეგად იქნა მიღებული. შედეგად „სამხრეთ კავკასიის რკინიგზა“(юкжд), რომელიც რუსეთის რკინიგზის შვილობილი კომპანიაა, შეღავათანი ტარიფით სარგებლობს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში ხორბლისა და ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა და გატანა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით იკრძალება. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორბლის შემოტანა და გატანა ნებადართული ხდება მხოლოდ სარკინიგზო გზითა და პორტების მეშვეობით. ცალკეულ შემთხვევებში კი შემოსავლების სამსახურის ნებართვით ხორბლის შემოტანა და გატანა შესაძლოა, სხვა ტიპის ტრანსპორტითაც განხორციელდეს. ბრძანება ძალაში 15 სექტემბრიდან შედის.

























