მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში“ დოკერისა და მძღოლ-ოპერატორების კურსებზე პრაქტიკულ სწავლებას 40-ზე მეტი პირი გადის

62bafc45b5df0
BM.GE
29.06.22 09:40
844
PACE ჯგუფში შემავალ კომპანია „ტრანსფორდში“ ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელ ცენტრთან ერთობლივად შემუშავებულ დოკერისა და მძღოლ-ოპერატორების კურსებზე პრაქტიკული სწავლება მიმდინარეობს.

აღნიშნული სწავლება შესაძლებელი გახდა USAID-ის პროგრამის - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისათვის“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.

"ტრანსფორდის" აღმასრულებელი დირექტორის ვასილ მაზიაშვილის ინფორმაციით, პრაქტიკულ სწავლებას ამჟამად 42 პირი გადის და მათ სრულად PACE ჯგუფი აფინანსებს.

"კურსის ჯამური ხანგრძლივობა 6 კვირაა, საიდანაც 3 კვირა მოიცავდა თეორიულ ნაწილს ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში, 3 კვირა კი პრაქტიკას „ტრანსფორდში“. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ჩვენს სფეროში კვალიფიციური ადამიანური კაპიტალი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ამიტომ PACE ჯგუფი, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი მთავარი დამსაქმებელია, ყოველთვის ცდილობს, მაქსიმალური ინვესტიცია ჩადოს ადამიანური რესურსის განვითარებაში. მიმდინარე ეტაპზე, 42 სტუდენტი, რომელიც დოკერისა და მძღოლ-ოპერატორების კურსს წარმატებით გაივლის, PACE ჯგუფში დასაქმდება", - აცხადებს ვასილ მაზიაშვილი.



ამასთან, „ტრანსფორდის" აღმასრულებელი დირექტორი მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, რომ მომავალშიც გაიარონ რეგისტრაცია და გადამზადდნენ.

"შექმნილ რელობაში, როდესაც ე.წ. შუა დერეფანზე მოთხოვნა გაიზარდა, ბუნებრივია, მზარდია ტვირთები და შესაბამისად, პორტების დატვირთულობა. ამდენად, ყველა ძველ თუ ახალ კლიენტს, რომელიც მოდის ჩვენს რეგიონზე, უნდა მოვემსახუროთ იდეალური სერვისით, რათა რეგიონში ვითარების გამოსწორების შემთხვევაში, ამ კომპანიებს არ გაუჩნდეთ იმის შეგრძნება, რომ სხვაგან შეიძლება უკეთესი მომსახურება შესთავაზონ. ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია გადამზადებული, კვალიფიციური ადამიანური რესურსი, ამიტომ მოვუწოდებთ ყველას, გამოიყენონ ეს შანსი, გადამზადდნენ ან დაეუფლონ ახალ პროფესიებს, რაზეც ბაზარზე მოთხოვნა არის", - აღნიშნა ვასილ მაზიაშვილმა.

კომპანია „ტრანსფორდი" „Pace ჯგუფში“ შემავალი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა, რომელიც 2010 წელს, შპს Pace International-ის (ნიუ-იორკში დაფუძნებული კომპანია) და შპს Pace Georgia-ს მიერ ტვირთის გადაზიდვის ოპერაციებისათვის ფოთის საზღვაო ნავსადგურში (ფოთის პორტი) დაარსდა. შპს "ტრანსფორდი’’ ასევე ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში ოპერირებს, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში „პეის ჯგუფისა“ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) ერთობლივი ძალისხმევით დასრულდა. შპს „ტრანსფორდი“ როგორც ნაყარი ასევე სხვადასხვა ტვირთების მომსახურებას ახორციელებს. კომპანიას ორი შვილობილი კომპანია შპს ბ&პ (80% წილი) და შპს მეტალექს ტრანსი (52.5% წილი) გააჩნია. „Pace ჯგუფში“ 1 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და საშუალო წლიური ტვირთბრუნვა 3.5 მლნ ტონას აჭარბებს. 
®

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები