მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთის გემთსაშენი ქარხნის იურისტი: მივმართავთ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით

5bf91a676c070
BM.GE
24.11.18 13:22
1293
ფოთის გემთსაშენი ქარხანა დღეს პრაქტიკულად განადგურებულია - ამის შესახებ გაცხადება “ანალიტიკის” პირდაპირ ეთერში ფოთის გემთსაშენი ქარხნის იურისტმა კახა კოჟორიძემ გააკეთა. მისი თქმით, ქარხნის ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი ვალერი გელაშვილი მიხეილ სააკაშვილის პირად მტრად ითვლებოდა და სავარაუდოდ სწორედ ეს გახდა მაშინდელი ხელისუფლების მიერ კომპანიაზე ზეწოლის მიზეზი. ამასთან, კოჟორიძის განმარტებით, ბოლო პერიოდში კომპანიის წინააღმდეგ არაერთი უკანონო ქმედება განხორციელდა, მათ შორის პროკურატურის მიერ ქონების უკანონოდ დაყადაღების ფაქტი. 

"ამ გემთსაშენ ქარხანას ჰქონდა ნავმისადგომი. ნავმისაგომი ქარხნისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც აეროპორტისთვის ასაფრენი ბილიკი. ნავმისადგომი ქარხანას იჯარით ჰქონდა გადაცემული. მაშინდელმა ხელისუფლებამ კი რა ქნა? სულ სხვა პირზე გაყიდა ის, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქარხნის მეპატრონეები თანახმანი იყვნენ ამ ნავმისადგომში გადაეხადათ, იმაზე მეტი ვიდრე თანხა, ვიდრე სხვა მესამე პირი იხდიდა"-აცხადებს კოჟორიძე. მისივე თქმით, ბიზნესმენი იძულებული გახდა ქარხანა გაესხვისებინა.

"ჩვენ მივმართართავთ პროკურატურას ვითხოვთ გამოძიების დაწყებას. არასწორია, უკვე მეექვე წელი მიდის, 2013 წელს მიმართა ვალერი გელაშვილმა პროკუტურას, თუმცა დღემდე არ დაწყებულა გამოძიება” -აცხადებს კოჟორიძე 

კოჟორიძემ “ანალიტიკას” ეთერში ფონდ კონსტანტას საქმეზეც ისაუბრა და თქვა, რომ სასამართლოში ეკონომიკის სამინისტროს ისეთი პოზიცია აქვს, თითქოს არ დასტურდება მაშინდელი ხელისუფლების მიერ კომპანიაზე ზეწოლის მოხდენის ფაქტები:

"მინდა შევთავაზო ერთის მხრივ ეკონომიკის სამინისტროს და მეორეს მხრივ პროკურატურას, ნებისმიერი თქვენი იურისტი ან წარმომადგენელი მოვიდეს და ვიმსჯელოთ ღიად, მე ვთავაზობ არა პოლიტიკურ დებატებს, არამედ სამართლებივ მსჯელობას. ვიცი ისინი ამ შეთავაზებას არ გამოეხმარებიან. მეორე მხარეს არ აქვს არგუმენტები, ისინი საუბრობენ მხოლოდ სასამართლოს დარბაზში”-აცხადებს კოჟორიძე 

მისივე თქმით, ფონდ "კონსტანტას" წლების წინ ჰქონდა ბანკი, რომელშიც დასაქმებული იყო 2500 ადამიანი სწორედ ეს ბიზნესი დაათმობინა მაშინდელმა ხელისუფლებამ ფონდის მენეჯმეტს 

“2011 წელს ხდება შემდეგი რამ, იბარებენ ფონდის გამგეობის წევრებს და თხოვენ კონკრეტულ თანხას. დაიწყეს მუქარა და ეუბნებოდნენ, რომ თუ თანხას არ მოიტანდნენ დაიჭერდნენ. საუბარია 12 მილიონზე, რაზეც ფონდის წევრებმა თვეს, რომ ეს ფული არ ჰქონდათ, თუმცა მაშინდელმა ხელისუფლებამ ასეთი რამ შესთავაზა: “ეს ქონება დააგირავეთ სხვა ბანკში და იქიდან აღებული თანხა გადაიხადეთ ბიუჯეტშიო” . მაშინ მათ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ. საპროცესო შეთანხმებაში გადაიხადეს 12 მილიონი ლარი. აქ საყურადღებოა ერთი გარემოება, 19 მარტსაა საპროცესო შეთანხმება გაკეთებული, მაშინ როდესაც თანხა გადახდილია 18 მარტს. ეს რას ნიშნავს? იურდიული ლოგიკა ასეთია: ჯერ უნდა იყოს განაჩენი და მერე სასჯელი. არ შეიძლება ადამიანს ჯერ სასჯელი მოახდევინო და მერე გზაში განაჩენი დააწიო, ასეთი რამ მოხდა ამ საქმეშიც, ჯერ ადამიანს მოახდევინეს სასჯელი, ჯარიმის სახით და მეორე დღეს გამართლდა ეს აბსურდი “-აცხადებს კოჟორიძე 

ბიზნესმედია საქართველო თემაზე მუშაობას აგრძელებს და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები