მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ფოთის ნავთობგადამამუშავებლის" მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება დაიწყო

5a954c620b18b
თამუნა დემეტრაშვილი
27.02.18 16:16
1671
"საქართველოს ბანკის“ მოთხოვნით შპს ,,ფოთის ნავთობგადამამუშავებლის“ წინააღმდეგ გადახდისუუნარობს საქმის წარმოება დაიწყო. გადაწყვეტილება ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მეურვედ აღსრულების ეროვნული ბიურო დაინიშნა, კომპანიას კი აეკრძალა მეურვის და სასამართლოს თანხმობის გარეშე ნებისმიერი სახის გარიგების დადება.

უნდა აღინიშნოს, რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისა და კომპანიის გაკოტრების მოთხოვნით ჯერ კიდევ 8 იანვარს სასამართლოს მფლობელმა და დირექტორმა მალხაზ ალბორაშვილმა თავად მიმართა, თუმცა მაშინ სასამართლომ განუმარტა, რომ კომპანია გაკოტრებულად რეგისტრაციის გაუქმების გზით გამოცხადდებოდა, თუ 1 თვის ვადაში კრედიტორი არ შეიტანდა ანალოგიურ მოთხოვნას. ასეთი მოთხოვნით კი სასამართლოს ორ კვირაში ,,საქართველოს ბანკმა“ მიმართა.

კომპანიის დავალიანება „საქართველოს ბანკის“ მიმართ მიმდინარე წლის 4 იანვრის მდომარეობით 19 587936,3 6 აშშ დოლარს შეადგენს, რაც 50 636 774.26 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები