მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთის პორტის ოპერატორის APM Terminals-ის წმინდა მოგება გაიზარდა

ფოთის პორტი

ფოთის პორტის მფლობელმა 2022 წელი 200 მლნ ლარის სრული შემოსავლით დახურა. სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ ამონაგების და წმინდა მოგების  ზრდა 2022 წელს  გაზრდილმა ბრუნვამ განაპირობა.

„2022 წლის მთლიანმა წარმადობამ მოლოდინს გადააჭარბა: საპროგნოზო ფინანსური მაჩვენებლები შესრულდა გადამეტებით, მოლოდინს გადააჭარბა ბიზნესის ტრანსფორმირების მიმართულებით განხორციელებულმა პროგრესმა, გაიზარდა კონტეინერების რაოდენობა და ყურადღება გამახვილდა საერთო ტვირთზე.  შემოსავალი 8%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით და შეესაბამება ნავსადგურში დამუშავებული ტვირთის გაზრდილ მოცულობებს, როგორც ქართული, ისე რეგიონული იმპორტის მოცულობის ზრდისა და საკონტეინერო ბაზრის უწყვეტი აღდგენის პროცესის გამო, ასევე ცენტრალური აზიიდან რეგიონული ექსპორტის გარკვეული ზრდის გამო, რომელიც ისტორიულად რუსეთის გავლით მოძრაობდა და უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ნაწილობრივ სხვა მიმართულებებზე გადაინაცვლა. გაგრძელდა აქტიური განვითარება არასაკონტეინერო სპილენძის კონცენტრატის და მარცვლეულის მოცულობების მიმართულებით, რაც უზრუნველყოფდა 2020 წლიდან დაწყებული საკონტეინერო ტვირთების მოცულობის შემცირების გადაფარვას“, - განმარტავს კომპანიის მენეჯმენტი მმართველობით ანგარიშში.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს, ამონაგები 202.5 მლნ ლარამდე გაიზარდა, საოპერაციო მოგებამ კი, 97.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 6%-ით მეტია. ანგარიშით ირკვევა, რომ  წლის მოგებამ 94,4 მლნ შეადგინა,  რაც 13,5 % -ით მეტია 2021 წელთან შედარებით.

„კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის ამონაგები / 2022 წელი

  • კონტეინერები და საერთო ტვირთი 100.6  მლნ ლარი
  • საზღვაო მომსახურება 52.6 მლნ ლარი
  • სახმელეთო მომსახურება 21.8 მლნ ლარი
  • სხვა მომსახურება 5.6 მლნ ლარი
  • საიჯარო შემოსავალი 21.8 მლნ ლარი

„კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს“  გააჩნია რვა სატრანზიტო ნაგებობა 15 ნავმისადგომზე და ახორციელებს გემების მომსახურებას, ტვირთისა და კონტეინერების გადამუშავებას, სადისპეტჩერო საქმიანობას, საწყობებისა და ნავმისადგომების გაქირავებას, ტერმინალის მომსახურებას. ამასთან, 15 ნავმისადგომიდან 8 საოპერაციო  იჯარითაა გაცემული და ამით კომპანია საიჯარო შემოსავალს გამოიმუშავებს.

2022  31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის 100% წილის მფლობელია APM Terminals-ი, საბოლოოდ, კომპანიას მთლიანად აკონტროლებს  A.P. Moller-Maersk ჯგუფი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები