"ფოთის პორტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ტარიფთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტომ შეაჩერა და სასამართლომ დაადასტურა ეს შეჩერება", - განაცხადა ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა. მისი განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით სააგენტო მუშაობას განაგრძობს.
"ჩვენ ვიზიარებთ თუ რა ტიპის გამოცდილება არსებობს მსოფლიში ანალოგიური გეოგრაფიული-ინფრასტრუქტურული პორტებთან დაკავშირებით.
მე გასულ კვირასაც მქონდა შეხვედრა ფოთის პორტის წარმომადგენლებთან, ისინი ითხოვენ, რომ მათი ტარიფი დადგინდეს, რათა მათ გააგრძელონ ინვესტირება და მუშაობა. თუმცა იქ არის 16 გადამზიდი კომპანია რომლებიც ჩივიან და რომლებმაც მოგვამრთეს ჩვენ.
ჩვენი რესურსებით ძალიან პატარა ორგანიზაცია ვართ, სულ 40 თანამშრომელი ვართ და ვცდილობთ ყველა საკითხი სწრაფად გავიაროთ, ვცდილობთ მაქსიმალურად მსხვილი ინფორმაცია მოვიძიოთ.
ჩვენ გვინდა რომ გამჭვირვალე ვიყოთ ჩვენ საქმეში, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

























