მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთის პორტმა 2021 წელს 187 მლნ გამოიმუშავა და 83 მილიონის წმინდა მოგება მიიღო - ანგარიში

624b2a3d5ac7e
BM.GE
04.04.22 21:35
1779
ფოთის პორტი საქართველოს უმსხვილესი ლოგისტიკური ცენტრია და ქვეყნის ექსპორტ/იმპორტის და საერთაშორისო ტრანზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მასზე მოდის. პორტს დანიური კომპანია APM Terminals-ი მართავს, რომელიც თავის მხრივ, Maersk-ის ჯგუფის წევრია.

კომპანიამ 2021 წლის ფინანსური ანგარიში უკვე წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით, კომპანიის მთლიანი შემოსავალი გასულ წელს 4%-ით, 187.48 მლნ ლარამდე შემცირდა.

ასევე 37.8 მილიონი ლარით შემცირებულია კომპანიის წმინდა მოგება და ის 83.2 მილიონ ლარს შეადგენს.

როგორც ანგარიშიდან ირკვევა, პორტის შემოსავლის კლება 2021 წელს შემომავალი გემების რაოდენონის კლებამ განაპირობა. გასულ წელს პორტმა 771 გემი მიიღო, როდესაც 2020 წელს ის 878 გემს მოემსახურა. ასევე შემცირებულია კონტეინერების რაოდენობაც, რომელსაც პორტი მოემსახურა. 2021 წელს ეს იყო 302,082 TEU, 2020-ში კი ეს რაოდენობა 387,368-ს შეადგენდა. 

გემების და კონტეინერების კლების მიუხედავად, მთლიანად პორტის მიერ გატარებული ტვირთების მოცულობა გაიზარდა, კერძოდ 2021 წელს ტვირთბრუნვა 1.36 მილიონი ტონა იყო, 2020 წელს კი 1.01 მილიონი ტონა. 

ფოთის პორტს სულ 15 ნავმისადგომი აქვს და აქედან 8 საოპერაციო იჯარით არის გაცემული. ამონაგები იჯარიდან 22.9 მლნ ლარს აღემატებოდა.

შემოსავლის დიდი ნაწილი 89.9 მლნ ლარი ტვირთებიდან მიღებული შემოსავალია, 52.7 მილიონი საზღვაო მომსახურების ამონაგებია, იჯარიდან 22.9 მილიონი, 15.1 მილიონი სახმელეთო მომსახურების შემოსავალი, 6.7 მილიონი კი სხვა მომსახურებიდან მიღებული ამონაგებია. 

„ბაზარზე ზოგადი კრიზისის გამო. კონტეინერების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოწვევები გამოწვეულია პანდემიის გამო გლობალური მიწოდების ჯაჭვის შეფერხებით, ისევე იმითაც, რომ იმპორტიორებმა როგორც აზერბაიჯანში, ასევე სომხეთში, თავიანთი მარშრუტების ნაწილი აზიიდან ირანში გადაიტანეს. ჩვენ ნაწილობრივ შევამსუბუქეთ ეს ნეგატიური გავლენა არა-კონტეინერებული ტვირთების გადამუშავების შესაძლებლობების შემდგომი განვითარებით, რაც ასე მკვეთრად არ დაზარალებულა“, - ნათქვამია პორტის მენეჯმენტის მომზადებულ ანგარიშში.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები