ფოთის საზღვაო ნავსადგური 2024 წლის პირველ ნახევარში 272,178 TEU კონტეინერს მოემსახურა. APM Terminals Poti-ის მონაცემებით, 2024 წლის იანვრიდან დღემდე, ნავსადგურში ყველაზე მეტი - 53 129 TEU კონტეინერი მაისში დამუშავდა. კონტეინერების გადამუშავებაში წლიურად კლება 7.6%-ია. 2023 წლის 6 თვეში 294 676 ერთეული კონტეინერი იყო გადამუშავებული, 2022 წლის 6 თვეში - 166 990 TEU.
დამუშავებული კონტეინერის რაოდენობა II კვარტალში
აპრილი - 45 989 TEU
მაისი - 53 129 TEU
ივნისი - 46 548 TEU
2024 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, მზარდია მანქანების დამუშავების რაოდენობაც. ჯამში, 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე ნავსადგურში 39 762 ავტომობილი დამუშავდა, ეს თითქმის რეკორდული 2023 წლის მაჩვენებელია (2023 წლის 6 თვე 40 504 ერთეული)
მაისთან შედარებით ივნისში გაზრდილია გენერალური ტვირთის რაოდენობაც.
2024 წლის დასაწყისიდან დღემდე, APM Terminals Poti-მა ჯამში 120 144 ტონა გენერალური ტვირთი დაამუშავა, მათ შორის მხოლოდ მეორე კვარტალში 82,863 ტონა ტვირთის მომსახურება მოხდა.
საქართველოს უმსხვილესი პორტის მფლობელის მონაცემებით, 2024 წლის 6 თვეში, ნავსადგურმა 158 საკონტეინერო გემი მიიღო (2023 წლის 6 თვე 167 გემი, 2022 წელი - 98 გემი)
საკონტეინერო გემების რაოდენობა II კვარტალში
აპრილი - 27 გემი
მაისი - 30 გემი
ივნისი - 27 გემი
რაც შეეხება საბორნე ტვირთებს. APM Terminals Poti-ის მონაცემებით, 2024 წლის 6 თვეში საბორნე ტვირთმა 81 816 ტონა შეადგინა, 2022 ეს მაჩვენებელი 70 373 ტონა იყო, 2023 წელს კი 562 ტონა.