მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონით ჩინელი და სამხრეთ კორეული ინვესტორები დაინტერესდნენ

582dbfae5fda2
BM.GE
17.11.16 18:30
1472
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისთვის ახალი ოპერატორი კომპანია მთავრობას ჯერ არ შეურჩევია, მაგრამ ზონით ჩინელი და სამხრეთ კორეელი ინვესტორები არიან დაინტერესებულები. ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მთავრობა რამდენიმე მსხვილ ინვესტორ კომპანიასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია თიზ-მა ფოთის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს. გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა მოლაპარაკებების პროცესში ვართ. ჩვენ ვესაუბრებით რამდენიმე ჯგუფს", - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

შეგახსენებთ, რომ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა სახელმწიფოს საკუთრება გახდა. „რაკია ჯორჯიას“ ნაცვლად ფოთის თიზ-ის მმართველი სახელმწიფო იქნება. 
რა გახდა კომპანია "რაკიას“ მიერ აქტივების დათმობის მიზეზი უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები