მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ფოთის ტრანსტერმინალი" გახსნისთვის ემზადება

ფოთის ტრანსტერმინალი

"ფოთის ტრანსტერმინალი“ გახსნისთვის ემზადება, ყაზახური PTC Holding-ის ცნობით, მათ საქართველოს მთავრობისგან ტერმინალის ექსპლუატაციაში გაშვების სერტიფიკატი უკვე მიიღეს და ოფიციალურად 9 ივნისიდან ამოქმედება.

„ფოთის ტრანსტერმინალის“ გენერალური დირექტორის, ოლჟას არიკბაევის თქმით, ტერმინალის მშენებლობას ერთი წელი და ოთხი თვე დასჭირდა.

"ტერმინალი ერთდროულად 120-მდე სარკინიგზო ვაგონის მომსახურებას შეძლებს. ამასთან, ტერმინალი აღჭურვილია ორი პორტული ამწით. „ფოთის ტრანსტერმინალს“ შეუძლია საათში 50 კონტეინერის გადატანა რკინიგზის ინფრასტრუქტურით.

გარდა ამისა, კომპანიამ შეიძინა საკუთარი მანევრირებადი ლოკომოტივი ავტონომიისა და ოპერაციების სიჩქარის გაზრდის მიზნით“, - აცხადებენ კომპანიაში.

პროექტის ღირებულება 31.5 მლნ დოლარია. ტერმინალის გამტარუნარიანობა პირველ ეტაპზე წელიწადში 80 ათას TEU-ზე მეტი იქნება, აღჭურვილობისა და პერსონალის ფლოტის გაფართოებით მისი 200 ათას TEU-მდე გაზრდის შესაძლებლობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები