მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ფოთში კვალიფიციური კადრების დეფიციტია“ – „პრაიმ ბეტონი“

6408549387586
თინათინ ნატმელაძე
08.03.23 18:10
218
ფოთში ამოქმედებული სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია „პრაიმ ბეტონი“ გაფართოებას აგრძელებს, - ამის შესახებ კომპანიის ხარისხის კონტროლისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა, სალომე ხიჯაკაძემ BMGTV-ის გადაცემა „ქალების ნარატივში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „პრაიმ ბეტონი“ როგორც პროექტების, ისე კადრების რაოდენობასაც მუდმივად ზრდის.

„კომპანია 2009 წელს შეიქმნა, თავიდან მხოლოდ სამი დამფუძნებელი და მცირე გუნდი იყო, ამჟამად კი დასავლეთ საქართველოს რეგიონებში 300-მდე ადამიანს ვასაქმებთ, მიუხედავად ამისა ფოთში, სადაც ჩვენი საწარმო ოპერირებს, კადრების დეფიციტი შეიმჩნევა, პატარა ქალაქია და მიგრაცია განსაკუთრებულად დაეტყო, კვალიფიციური კადრების მოძიება მუდმივად გვიჭირს.

ყოველწლიურად ვზრდით პროექტების რაოდენობასაც. 2023 წელი აქტიურად დავიწყეთ, უკვე რამდენიმე ტენდერი ავიღეთ, ვიწყებთ ზუგდიდში ორი ძალიან დიდი გზის რეაბილიტაციას, ეს არის 17-კილომეტრიანი მონაკვეთები, ასევე ხობში რამდენიმე ბაღს ვაშენებთ, სკოლას სამტრედიაში, ვმონაწილეობთ მარტვილის წყალმომარაგების პროექტში და ა.შ.“, - განაცხადა სალომე ხიჯაკაძემ.

მისივე ცნობით, კომპანია ძირითად აქცენტს პორტების მიმართულებაზე აკეთებს და როგორც „პრაიმ ბეტონის“ ხარისხის კონტროლის მენეჯერი ამბობს, ამჟამად ფოთის პორტის გაფართოების პროექტში არიან ჩართული, რომელიც ფოთის საზღვაო კორპორაციის დაკვეთით ხორციელდება. სწორედ პორტების მიმართულებით განვითარებაა კომპანიის ძირითადი სამომავლო გეგმა.

ამასთან, სალომე ხიჯაკაძე აღნიშნავს, რომ „პრაიმ ბეტონი“ საერთაშორისო ბაზარზე გასვლასაც გეგმავს და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია, მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები