Kairos logistics-ის გენერალური დირექტორი, მიხეილ ნამადოვი BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ აცხადებს, რომ კომპანია ფოთის ინდუსტრიულ ზონაში ახალ ლოგისტიკურ ცენტრს აშენებს.
"ფოთში, ინდუსტრიულ ზონაში მიწა ვიყიდეთ და ვაპირებთ ცენტრის აშენებას, რომელიც ვაგონებს, სატრანსპორტო საშუალებებსა და კონტეინერებს მოემსახურება. A კლასის თერმორეჟიმიანი საწყობი ფოთში ერთ-ერთი სანიმუშო იქნება. დაახლოებით 300 000 ტონის წარმადობა გვექნება", - განაცხადა მან.
კომპანიის დირექტორის ცნობით, ისინი ანაკლიის პროექტს ელოდებიან, რომლის პირველი ფაზაც წესით რამდენიმე წელიწადში უნდა განხორციელდეს. აღნიშნული კი მათ მარშრუტს ახალ მუხტს შესძენს.
“დღეს ლოგისტიკაში გამსხვილება, განვითარება და მეტი ინვესტიციის ჩადება ხდება. თუმცა, ამით რომ შემოვიფარგლოთ, არა. საკმაოდ დიდი მოცულობების მოლოდინში ვართ. 6 წელიწადში დაახლოებით გასამმაგება არ არის პატარა მაჩვენებელი. ეს რაოდენობა რომ გასამმაგდება, ჩინეთის მომსახურებას ათასობით კვადრატული მეტრი, ასეულობით სატრანსპორტო საშუალება და მინიმუმ როგორც ხედავთ ათასობით ტრაილერი დასჭირდება”,- ამბობს კომპანიის დირექტორი.