ფოთში „აჭარა ტექსტილის“ საწარმო ერთი კვირით დაიხურა - მიზეზი კორონავირუსია. აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-ის საწარმოს ხელმძღვანელმა გია ლომინაძემ დაუდასტურა.
„გუშინ ფოთის საწარმოს 19 თანამშრომელს დაუფიქსირდა კორონავირუსი, ამიტომ გადავწყვიტეთ, ერთი კვირით შევაჩეროთ მუშაობა. გატესტილია ყველა თანამშრომელი და პასუხებს უახლოეს მომავალში მივიღებთ“, - განაცხადა ლომინაძემ.
ცნობისთვის: ფოთში, "აჭარა ტექსტილის" საწარმოს 1200 თანამშრომელი ჰყავს.




























