Fox Entertainment მიკროდრამების ბიზნესში ერთვება - კომპანიამ ინვესტიცია უკრაინულ ტექნოლოგიურ სტარტაპ Holywater-ში ჩადო, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით და აქვეყნებს წიგნებს, აუდიოწიგნებს, ინტერაქციულ ისტორიებს და მინისერიალებს ქმნის. მისი პოპულარული აპლიკაცია, My Drama, Duanju-ს ფორმატითაა შთაგონებული და ვერტიკალური ფორმატის მხატვრულ ვიდეოებს უყრის თავს.
გარიგების ფინანსური დეტალები ამ დრომდე ცნობილი არ არის, თუმცა ვიცით, რომ Fox Entertainment Studios-მა აიღო ვალდებულება, მომდევნო ორი წლის განმავლობაში აპლიკაცია My Drama-სთვის სხვადასხვა ჟანრის, მათ შორის მიკროდრამების, 200-ზე მეტი ვერტიკალური ვიდეოსგან შემდგარი მუდმივი პორტფოლიო შექმნას.
Fox Entertainment Studios-ის პირველი ვერტიკალური ვიდეოსერიების - "მილიარდერის შანტაჟი" და "ობსესიით დაახლოებული" (Billionaire Blackmail და Bound by Obsession) - გადაღება უკვე მიმდინარეობს.
Fox Entertainment-ის ცნობით, Holywater-ში ინვესტიცია კომპანიის მიერ დადასტურებული მხარდაჭერიაა "ციფრული გართობის ნოვატორის" მიმართ, რომელიც ინდუსტრიის ლიდერობისთვის "უახლეს ტექნოლოგიებს და პროგრესულ ბიზნესმოდელს" იყენებს.
კიევში, უკრაინაში ბაზირებული Holywater 2020 წელს დაფუძნდა. კომპანიის ოთხი აპლიკაცია ჯამურად 55 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს. ეს აპლიკაციებია: My Drama - ვერტიკალური სტრიმინგის აპლიკაცია; FreeBits - თანმხლები რეკლამებით მხარდაჭერილი ვერტიკალური სტრიმინგის აპლიკაცია; ელექტრონული წიგნების პლატფორმა My Passion; და My Muse - გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით შექმნილი ვერტიკალური სერიების პლატფორმა.




























