მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფქვილის ფასი 1.5 თვეა არ შეცვლილა, ფქვილთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა არსებობდეს - სილაგავა პურის გაძვირებაზე

პურის წარმოება

საქართველოში პური გაძვირდა - მარკეტებში პროდუქციის ნაწილზე ფასები უკვე დაკორექტირდა. საუბარია პურის 10 თეთრიან გაძვირებაზე, რომელიც ძირითადად კომპანია იფქლის წარმოებულ პურს შეეხო. პურის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, პურის გაძვირების მთავარი მიზეზი დასაქმებულების ხელფასების ზრდა და ფქვილის გაძვირებაა, მისი თქმით, ამ პირობებში ფასის შენარჩუნება საწარმოებისთვის წარმოუდგენელი იყო.

დღეს 1 ტომარა ფქვილის ფასი 58 ლარიდან 60 ლარამდე მერყეობს, გვიხსნის ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი და ამბობს, რომ ეს ფასი უკვე 1.5 თვეა სტაბილურია.

ლევან სილაგავა განმარტავს, რომ 1 ტომარა ფქვილის 52 ლარიანი ზღვარი, რომლის ფარგლებშიც პურის მწარმოებლები ფასების შენარჩუნებას ახერხებდნენ, დიდი ხანია შეცვლილია. ახალი ზღვრული ფასი კი 63 ლარია, რომლის შემდეგაც პურის ფასების კორექტირებაზე შესაძლებელია საუბარი.

“როდესაც დღეს გახსენება ხდება 52-ლარიანი ბიჯის, ეს ბიჯი იყო დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ და იმის შემდეგ, ფაქტობრივად, მოხდა ის, რომ პურის ფასმა მოიმატა 10 თეთრით, რომელშიც უკვე გათვალისწინებულია ფქვილის გაძვირებული ფასი.

შემდეგი ბიჯი, დაახლოებით გაძვირების, რაზეც იყოს ლაპარაკი სამინისტროში ეს იყო დაახლოებით 62-63 ლარის ფარგლებში. ფქვილის ფასი უკვე დაახლოებით თვე ნახევარია მერყეობს დაახლოებით 58 ლარიდან 59 და 60 ლარის ფარგლებში. ანუ ეს ფასი, ფქვილის მიწოდების ფასი, უკვე თვე ნახევრის განმავლობაში არ შეცვლილა. შესაბამისად, რატომ ხდება ახლა, ეს ჩვენთვის გაუგებარია და რეალურად, სავარაუდოდ, საჭიროა ალბათ უფრო კონსულტაციები, მაგრამ კონსულტაციები საჭიროა უფრო ალბათ სამინისტროს შუამდგომლობით შედგეს, რომ რეალური სურათი სწორად გავიგოთ.

ჩვენ ინიციატივა გვქონდა და ვწუხვართ, რომ არ აიტაცეს ეს ინიციატივა, პურის ფასის ინდექსის შემოღების შესახებ, იმიტომ, რომ პურის ფასი აქტუალურია ყოველთვის, როდესაც გარკვეული ცვლილებები ხდება, აქ ჩვენ შეგვიძლია სწორად დავინახოთ ყველაფერი.

თუ პერიოდულად, მაგალითად, თვის განმავლობაში, გამოქვეყნებული იქნება როგორც იცვლება თვითონ პურის ფასის ინგრედიენტების და ის ოპერაციების ფასი, რომელიც, მონაწილეობს პურის ფასში. შესაბამისად, აქ შედარებების გაკეთება, მოგვცემდა უფრო ნათელ სურათს იმასთან დაკავშირებით, თუ სად ვართ დღეს და რატომ ხდება ეს ყველაფერი,”- ამბობს ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან სილაგავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები