მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფქვილის ფასი რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული"

5b96690645d07
ლევან თაღიაშვილი
10.09.18 18:20
886
საქართველოს ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას თქმით, ბოლო 3 წელია საქართველო უმეტესწილად რუსეთიდან იმპორტირებულ ხორბალზეა დამოკიდებული. მსოფლიო ტენდენციებისა და ლარის კურსის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი გაზრდილია, რამაც შესაძლოა უახლოეს მომავალში პურის ღირებულების ზრდაც გამოიწვიოს. სილაგავას თქმით, ფქვილის ფასის ზრდის მომავალი ტალღა ლარის კურსზე და რუსეთის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

“ჩვენ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ, საკუთარი ხორბალი დაახლოებით 10% გვაქვს მთლიანობაში. ჩვენი იმპორტი ბოლო 3 წლის განმავლობაში ძირითადად ხორციელდება რუსეთიდან. მსოფლიო ტენდენცია აისახა რუსეთზეც, სადაც 30%-ით შემცირდა მოსავალი, ამან გამოიწვია ფასის ზრდა. გარდა ამისა, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 18 პუნქტით გაუფასურდა, რაც სერიოზული ფაქტორია, რადგან ხორბალს დოლარში ვყიდულობთ. ფქვილის კალკულაციაში 90% ხორბალს უჭირავს, შესაბამისად ეს გარკვეულწილად აისახა ფასზე. ამ ფაქტორებმა უკვე იმოქმედა, თუმცა ახალი ტალღა იქნება თუ არა, არ ვიცით, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რუსეთის მთავრობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, იქნება ეს ექსპორტის კვოტირება თუ ექსპორტის გადასახადი. ასევე რა სასტარტო ფასი ექნება ყაზახეთს, რაც 15 დღეში დადგინდება“ - განაცხადა სილაგავამ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები