მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფრანგები პირველი ლედისთვის საბიუჯეტო თანხის გადახდას აპროტესტებენ

5989d14405866
BM.GE
08.08.17 19:00
1268
საფრანგეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა მეუღლეს პირველი ლედის ოფიციალური სტატუსის მინიჭება შესთავაზა, რაც ბრიჯიტ მაკრონისთვის თანამშრომლების დაქირავებას და ხელფასის დანიშვნას ითვალისწინებს.

Reuters-ის ცნობით, მაკრონის აღნიშნულ გადაწყვეტილებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა. საფრანგეთის 170 ათასმა მოქალაქემ ხელი უკვე მოაწერა პეტიციას, რომელიც ამ ინიციატივას ეწინააღმდეგება.

საფრანგეთის კანონმდებლობით, ქვეყანაში პირველი ლედის ოფიციალური სტატუსი არ არსებობს, თუმცა, პრეზიდენტის მეუღლეს უფლება აქვს ბიუჯეტიდან პრეზიდენტისთვის გამოყოფილი კონკრეტული თანხები დახარჯოს. თუმცა, საარჩევნო კამპანიის დროს, მაკრონი ხალხს დაპირდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მის 64 წლის მეუღლეს ჩვეულებრივი მეუღლის სტატუსი ექნებოდა და მისი ხარჯებიც შესაბამისად ბიუჯეტიდან არ დაიფარებოდა.

ცნობილია, რომ ბრიჯიტ მაკრონს სახელმწიფო ხარჯზე 2 მდივანი, თანაშემწეები და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები უკვე ჰყავს გამოყოფილი. ეს კი როგორც პეტიციის ხელმომწერები მიიჩნევენ, პირველი ლედის სტატუსის მქონე მოქალაქისთვის სავსებით საკმარისია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები