მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფრანგი ევროპარლამენტარი აშშ-სგან თავისუფლების ქანდაკების დაბრუნებას ითხოვს

თავისუფლების ქანდაკება

ფრანგი ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი აცხადებს, რომ საფრანგეთმა თავისუფლების ქანდაკება უნდა დაიბრუნოს, რადგან აშშ იმ ღირებულებების ერთგული აღარ არის, რის გამოც ეს ქანდაკება გადაეცა.

მემარცხენე პოლიტიკოსი ამბობს, რომ აშშ-მა ტირანიის მხარეს დგომა არჩია, გაათავისუფლა მკვლევრები სამეცნიერო თავისუფლების მოთხოვნის გამო. "დაგვიბრუნეთ თავისუფლების ქანდაკება", - ამბობს გლუკსმანი.

ნიუ-იორკის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობა თავისუფლების ქანდაკება აშშ-ს ფრანგი ხალხის სახელით 1886 წელს გადაეცათ. ქანდაკება ფრანგმა სკულპტორმა ოგიუსტ ბარტოლდიმ შექმნა. გლუკსმანი უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია და ახლა ტრამპს უკრაინასთან დაკავშირებით შეცვლილი პოზიციის გამო აკრიტიკებს. როგორც France 24 წერს, მემარცხენე პოლიტიკოსი ასევე გამოირჩევა ფრანგი ულტრამემარჯვენეების ლიდერების კრიტიკითაც და მათ ტრამპის და ილონ მასკის ფან კლუბს ეძახით. მასკი, რომელიც ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი იყო, სათავეში უდგას საბიუჯეტო ხარჯების შემცირების მიზნით დაწყებულ პოლიტიკას, რის გამოც ათასობით ადამიანმა სამსახური დაკარგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები