მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Freebusiness – ბიზნესი ვითარების დეესკალაციას ითხოვს;

პოლიტიკური კრიზისი რომელმაც შეიძლება გამოუსწორებელ ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანოს ქვეყანა ბიზნესის გადმოსახედიდან დროულ რეაგირებას და ვითარების დეესკალაციას საჭიროებს. ქვეყნის დოვლათის შემქმნელები ღიად საუბრობენ იმ პრობლემებზე, რაც არსებულმა ვითარებამ უკვე შექმნა ან უახლოეს მომავალში კიდევ შექმნის. კერძო სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი აღნიშნავს, რომ უცხოელ ინვესტორებს ჩვენი ქვეყანა აღარ აინტერესებთ, რადგან მათ ინვესტირება და ბიზნესის კეთება მშვიდ ადგილას სურთ. ინფორმაციული ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარე კრიზისის გაგრძელების შემთხვევაში სფეროში დასაქმებულების ქვეყნიდან გადინებას ელოდება. ბიზნესის კვირეულის ეთერში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით რისკებზე და პერსპექტივებზე მსჯელობისთვის შეკრებილი ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მდგომარეობის გამოსასწორებლად მთავრობა ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს და იზოლაციონიზმის პოლიტიკიდან არ გამოვა, მომდევნო 3-4 თვის განმავლობაში ეკონომიკური კოლაფსი გარდაუვალია. საჭიროა ვითარების დეესკალაცია და ამის გზად ბიზნესის ნაწილი ვადამდელ არჩევნებს და აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას ასახელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები