მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Freebusiness-ი აქვეყნებს 30 ყველაზე მოთხოვნად კომპანიას, რომლებიც პლატფორმას ჯერ არ მიერთებიან

Freebusiness.ge
19.12.24 14:51
7185

პლატფორმა Freebusiness.ge-ი აქვეყნებს 30 ყველაზე მოთხოვნად კომპანიას, რომლებიც პლატფორმას ჯერ არ მიერთებიან. ამასთან, ბიზნესების განცხადებას ამ დროისთვის 1110 კომპანია მიუერთდა, ხოლო 1133 კომპანიის განაცხადი ჯერ კიდევ მუშავდება.

თავის მხრივ, Free Business-ის პლატფორმაზე ყველაზე მოთხოვნად პოზიციებზე მყოფმა "საქართველოს ბანკმა" და "თიბისი ბანკმა" დღეს გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღნიშნავენ, რომ 5 მილიონ ლარს გამოყოფენ დაზარალებული მოქალაქეებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად. ამასთან, "კავკასიის უნივერსიტეტი" თავდაპირველად აღნიშნულ სიაში იყო, თუმცა ის შემდგომში განცხადების მხარდამჭერთა სიაში გადავიდა.

კომპანიების სია:

  1. საქართველოს ბანკი • Bank of Georgia
  2. თიბისი ბანკი • TBC Bank
  3. ვისოლი • Wissol
  4. ნიკორა • Nikora
  5. ავერსი • Aversi
  6. სილქნეტი • Silknet
  7. აგროჰაბი • Agrohub
  8. თეგეტა მოტორსი • Tegeta Motors
  9. არქი • Archi
  10. კარფური • Carrefour
  11. ორი ნაბიჯი • Ori Nabiji
  12. აჭარა ჯგუფი • Adjara Group
  13. ჯპს • GPC
  14. გუდვილი • Goodwill
  15. სოკარი • Socar
  16. ლიბერთი ბანკი • Liberty Bank
  17. ანტრე • Entree
  18. ვენდის • Wendy's
  19. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი • BTU
  20. ვოლტი • Wolt
  21. ბიბლუსი • Biblus
  22. ფარმადეპო • Pharmadepot
  23. გლოვო • Glovo
  24. რომპეტროლი • Rompetrol
  25. სილქ როუდ ჯგუფი • Silk Road Group
  26. არდი • Ardi
  27. სითი მოლი • City Mall
  28. ზუმერი • Zoomer
  29. ევროპროდუქტი • Europroduct

პლატფორმა Freebusiness.ge 15 დეკემბერს დაფუძნდა. პრეზენტაცია BMG tv-ის გადაცემა "ბიზნესის კვირეულში" გაიმართა. თავისუფალი ბიზნესის პლატფორმის დამფუძნებელმა განმარტა, რომ ბიზნესის მთავარ მოთხოვნებს ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ახალი არჩევნების დანიშვნა და საპროტესტო აქციების დროს დაპატიმრებულთა ახალ წლამდე გათავისუფლება წარმოადგენს და ამ მოთხოვნების მხარდაჭერა ყველა ბიზნესს ვებგვერდზე დარეგისტრირებით შეუძლია. რეგისტრაციის შემდეგ სამუშაო ჯგუფი ახდენს ბიზნეს სუბიექტის ვერიფიცირებას და კომპანია მხარდამჭერი კომპანიების ჩამონათვალში ხვდება. ამასთან, პლატფორმაზე მოქალაქეებს შეუძლიათ მოითხოვონ ინფორმაცია რა პოზიცია აქვს ამა თუ იმ მათთვის საინტერესო კომპანიას. გადამოწმებისა და ვერიფიკაციის შემდეგ ეს ბიზნესები შესაბამისი პასუხის მიხედვით "მხარდამჭერ" ან "არ დაუფიქსირებია პოზიცია" გრაფის ქვეშ ერთიანდებიან.

დაფუძნებიდან მესამე დღეს, ამ დროისთვის თავისუფალი ბიზნესის მოთხოვნებს 1110 კომპანია უჭერს მხარს, ხოლო 1133 განაცხადი მუშავდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები