მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Freebusiness-ის ვებგვერდზე აშკარად ტექნიკური შეტევაა - გიორგი ჩუგოშვილი

გიორგი ჩუგოშვილი

თავისუფალი ბიზნესის პლატფორმაზე Freebusiness.ge-ზე ტექნიკური შეტევა იმ წუთებში მოხდა, როდესაც ტექნიკური ჯგუფი ვებგვერდზე იმ 30 კომპანიის გამოქვეყნებას აქვეყნებდა, რომლებსაც პლატფორმის მოთხოვნებთან მიერთების განაცხადი „ჯერ არ დაუფიქსირებია“.

„საქმის კურსში“ პლატფორმის დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი განმარტავს, რომ ვებგვერდის სერვერი ისეა გამართული რომ მაღალ ტრაფიკსაც უძლებს.

„დღეს დაანონსებული გვქონდა, რომ პირველ საათზე დავდებდით კომპანიების სიას, რომლებზეც საზოგადოების მხრიდან ყველაზე მეტი მოთხოვნაა, რომ შემოუერთდნენ განცხადებას, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე. 2000-ზე მეტმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი, რომ შემოერთებოდა ამ მოთხოვნებს. პირველ საათზე როდესაც დავდეთ იმ კომპანიების სია, რომლებიც არ აფიქსირებდნენ თავის პოზიციას, დავინახეთ უცნაური აქტივობა, რამაც მონაცემების არგამოჩენა გამოიწვია. ეს ჰგავს და აშკარად ტექნიკური შეტევაა თუ კიბერშეტევა. ჩვენი გუნდი ამაზე მუშაობს და ჩვენი გუნდი უახლოეს წუთებში გამოასწორეს ტექნიკურ შეფერხებას.

ჩვენი რესურსი და სერვერული ინფრასტრუქტურა ისე გვაქვს გამართული, რომ სულ რომ 100 000 კაცი შემოვიდეს პრობლემა არ იქნება, ამისთვის მომზადებული ვართ. აქ სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე“, - განმარტა გიორგი ჩუგოშვილმა.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის 1 112 კომპანიაა ვერიფიცირებული, 1000 კომპანია ვერიფიკაციის პროცესშია.

„ეს პროცესი გრძელდება და არ ჩერდება. სტატისტიკას რომ ვუყურებთ ყოველდღიურად ემატება ასეულობით კომპანია, რაც ყველაზე მეტად მახარებს არიან დიდი კომპანიები. ასევე ვუყურებთ ტენდენციას რომ ბანკები შეიძლება ამ ფორმით არ შემოუერთდნენ მოთხოვნებს, მაგრამ საკმაოდ დიდი რესურსი გამოჰყვეს, რომ დაზარალებულ ადამიანებს დაეხმარონ. ამ პლატფორმის მიზანიც ის არის, რომ ბიზნესსაზოგადოება გაერთიანდეს 2 ძირითადი მიზნის გარშემო, რომელიც დეესკალაციაზეა მიმართული. ერთია დაზარალებული ადამიანების ციხიდან გამოშვება და მეორეა ახალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების დანიშვნა. იმედი მაქვს, რომ ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ბიზნესის ხმას გავიგებთ“, - განმარტა ჩუგოშვილმა და დასძინა, რომ ვებგვერდის ფუნქციონირება შემდეგი ნახევარი საათის განმავლობაში აღდგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები