მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Freebusiness.ge-ზე დარეგისტრირებული ბიზნესების რაოდენობამ 2000-ს გადააჭარბა

https://freebusiness.ge/

პლატფორმა Freebusiness.ge-ზე დარეგისტრირებული ბიზნესების რაოდენობამ 2000-ს გადააჭარბა. რეგისტრაციაზე 850-ზე მეტი მოთხოვნა კი მუშავდება. ათასობით კომპანია ახალი არჩევნების დანიშვნას და პროევროპულ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების ახალ წლამდე გათავისუფლებას ითხოვს.

პლატფორმაზე აღნიშნულია, რომ არსებული კრიზისი პარტიული პოლიტიკის საზღვრებს გასცდა, რაც ქვეყანას გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს. ბიზნესების თქმით, აუცილებელია ვითარების, რაც შეიძლება სასწრაფო დეესკალაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები