მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Freedom House -ის თავისუფლების ინდექსში, საქართველოს ქულა გაუარესდა

5c5955b9451f0
შოთა ტყეშელაშვილი
05.02.19 13:12
847
Freedom House-ის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების რიგებშია.

მას მაქსიმალური 100 ქულიდან 63 აქვს მინიჭებული. 2016-2018 წლებში საქართველოს ქულა 64 იყო, შესაბამისად, 2019 წლის ანგარიშმა ქვეყანაში თავისუფლების შემცირება აჩვენა.

ორგანიზაცია ქვეყნებში თავისუფლების ხარისხს სამი კატეგორიით ზომავს, მათში საქართველოს მიერ მიღებული ქულებია:
  • თავისუფლების ხარისხი - 3 ქულა 7 ქულიდან;
  • პოლიტიკური უფლებები - 3 ქულა 7 ქულიდან;
  • სამოქალაქო თავისუფლებები - 3 ქულა 7 ქულიდან.
Freedom House-ის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ 2019 წლის სრული ანგარიში მოგვიანებით გამოქვეყნდება. შესაბამისად, უშუალო მიზეზები, რასაც ორგანიზაცია საქართველოში თავისუფლების შემცირებას უკავშირებს, ჯერ ცნობილი არაა. სავარაუდოდ, ანგარიშში მოხვდება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩენები, რომელზეც ორგანიზაციის მკვლევარმა ნეით შენკანმა განაცხადა, რომ არჩევნები ჩატარდა იმაზე უფრო დაბალი სტანდარტით, ვიდრე ამას Freedom House-ი ელოდა.

ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოს ყველაზე თავისუფალი ქვეყნები არიან - ნორვეგია (100 ქულა), შვედეთი (100 ქულა), ფინეთი (100 ქულა); ნიდერლანდები (99 ქულა), კანადა (99 ქულა). ყველაზე არათავისუფალი ქვეყანა კი სირიაა, მას Freedom House-მა 0 ქულა მიანიჭა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები