მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Freedom House-ის შეფასებით, საქართველო “ნაწილობრივ თავისუფალი” ქვეყანაა

არჩევენბი

Freedom House-ის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში საარჩევნო გარემო ნაწილობრივ თავისუფალი იყო, ისევე როგორც, მაგალითად, ბანგლადეშსა და ელ-სალვადორში - ამის შესახებ ორგანიზაციის ახლად გამოქვეყნებულ ანგარიშში - "თავისუფლება მსოფლიოში" - ვკითხულობთ. ანგარიშში შეფასებულია ყველა ის ქვეყანა, სადაც გასულ წელს ეროვნული არჩევნები ჩატარდა, ინდექსით კი საქართველოს მიერ მიღებული შეფასება "ნაწილობრივ თავისუფალი" ქვეყნების კატეგორიაში ხვდება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებზე სახელმწიფომ დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.

"გლობალური არჩევნების წელს ძალადობა ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო 66-დან 27 ქვეყანასა და ტერიტორიაზე, სადაც 2024 წელს ეროვნული არჩევნები ჩატარდა. ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმა იყო თავდასხმა კანდიდატებზე, რაც 20 ქვეყანაში გამოვლინდა… პირდაპირი თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ ამომრჩევლები 14 ქვეყანაში, რამაც ხალხისთვის ხმის მიცემა სახიფათო ან შეუძლებელი გახადა. 11 ქვეყანაში დაფიქსირდა ძალადობა არჩევნებთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებზე, მათ შორის საქართველოსა და მოზამბიკში, სადაც თავდაცვის ძალებმა მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს", - ნათქვამია ანგარიშში.

Freedom House-ის რეიტინგში წელს საქართველო 3 პოზიციით ჩამოქვეითდა. ქვეყანას იგივე კატეფორიაში წინ უსწრებს ბანგლადეში, კომორის კუნძულების კავშირი, დომენიკის რესპუბლიკა და ელ-სალვადორი.

ამასთან, Freedom House-ის შეფასებით, საქართველოში არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლინდა მანიპულაციასთან და ძალადობასთან დაკავშირებული შემდეგი დარღვევები: სახელმწიფო რესურსებით ბოროტად სარგებლობა, ადმინისტრაციული თაღლითობა, ძალადობა კანდიდატებზე, საპროტესტო აქციების დარბევა და თავდასხმა საარჩევნო უბნებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები