მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Freedom House: საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში შედის

5a5dc2943d898
BM.GE
16.01.18 13:13
672
Freedom House-ის ანგარიშით, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში შედის. 100 ქულიდან საქართველოს 64 ქულა აქვს მინიჭებული, სადაც 100 ქულა საუკეთესო შედეგია.

ქვეყანას 7-დან 3-3 ქულა აქვს მინიჭებული ადამიანის უფლებების, პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების მიმართულებით (ამ შემთხვევაში 1 ქულა საუკეთესო შედეგია, 7 კი ყველაზე ნაკლებ თავისუფალს ნიშნავს).

ანგარიშში საქართველო სულ რამდენჯერმეა ნახსენები, მათ შორის საკონსიტუციო ცვლილებებისა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების გამო.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ჟურნალისტი ქართულად მოლაპარაკე პირებმა მოიტაცეს და საზღვარზე გადაიყვანეს, რაც შემაშფოთებელია, რამდენადაც შესაძლებელია გატაცების თანამონაწილე თავად ხელისუფლება იყოს.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ ახლახან საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო, რომლის გამოც მომავალ არჩევნებზე ოპოზიცია ეფექტურ წინააღმდეგობას ნაკლებად გასწევს და მოსალოდნელია, რომ მომდევნო წლებში მმართველი პარტია კონტროლს გაამყარებს. აქვე საუბარია, რომ „ქართულ ოცნებას“ „მისი მფარველი მილიარდერი ფინანსურ მხარდაჭერას” უწევს.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, საქართველოს მსგავსად Freedom House-ის ანგარიშით, ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანაა სომხეთი, ხოლო აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი არ არის თავისუფალი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები