ნავთობკომპანიები "ფრეგო" და "სელექთი" გაერთიანდა. სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დღეს კომპანიებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც კომპანია "სელექთი" ოპერირებას "ფრეგოს" ბრენდისა და მენეჯმენტის ფარგლებში გააგრძელებს. აღნიშნული გაერთიანების შედეგად კომპანია „ფრეგო“ მთელი საქართველოს მასშტაბით 60-მდე ავტოგასამართი სადგურით განაგრძობს მუშაობას. როგორც კომპანიაში განმარტავენ წელს კომპანია კიდევ 10-მდე სადგურის გახსნას გეგმავს.