მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფრეკო" საქართველოში "კარტოფილი ფრის" იმპორტის 90%-ის ჩანაცვლებას გეგმავს

5bdc5e624e002
ნინი თურქია
02.11.18 18:24
1749
ქართული კარტოფილის მწარმოებელი კომპანია „ფრეკო“ წელიწადნახევარია რაც ქართულ ბაზარზე მუშაობს. ისინი მომხმარებელს გაყინული კარტოფილის პროდუქტებს - ფრისა და მექსიკურ კარტოფილს სთავაზობენ.

„ადრე მხოლოდ 2.5 კგ-იან შეფუთვებს ვუშვებდით, რომლებიც განკუთვნილი იყო მხოლოდ საკვები ობიექტებისთვის. ახლა გვსურს ავითვისოთ საცალო ქსელი და ამიტომ, ვაწარმოებთ 750 გრამიან შეფუთვებს, რომლებიც მომხმარებლზე არის გათვლილი“, - bm.ge-სთან საუბრისას აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ირაკლი ქურდაძე.
ფრეკოს პროდუქცია იყიდება გუდვილის, ფრესკოს, აგროჰაბის, ნიკორას, ზღაპარისა და უნივერსალის მაღაზიათა ქსელში. გაზაფხულზე კი ისინი საწარმოს გაფართოებას გეგმავენ, რითაც სურთ იმპორტი ჩაანაცვლონ.

„ამ ეტაპზე ბაზრის 10%-ს ვფლობთ. მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში კი გვსურს 30% მოვიპოვოთ. ფრის ბაზარი ყოველწლიურად 15-20%-ით იზრდება. მომავალ წლებშიც ვგეგმავთ მოცულობაში გაზრდას. ხუთი წლის თავზე, ბაზარზე შექმნილ ახალ მოთხოვნას თავად დავაკმაყოფილებთ და ვფიქრობთ, 90%-ით ჩავანაცვლოთ იმპორტი და მხოლოდ ადგილობრივი წარმოების პროდუქტი შევთავაზოთ მომხმარებელს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები