გასული კვირის ბოლოს უძრავი ქონების ეროვნულმა ასოციაციამ უმსხვილესი საერთაშორისო ბრენდის “რე/მაქსი“ - საქართველოს მასტერ ფრანჩაიზის რეგიონალურ წარმომადგენლობასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. შეხვედრაზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ რე/მაქსის ფრენჩაიზის შესახებ გაცნობოდნენ ინფორმაციას და შესაბამისი კონტაქტები დაემყარებინათ.
სტუმარი: მარიამ სურგულაძე - რე/მაქსის მასტერფრენჩაიზის საქართველოს რეგიონალური წარმომადგენლობის ვიცე-პრეზიდენტი;