სამოგზაურო სეზონი ახლოვდება და ქართველი დამსვენებელიც უკვე სამზადისშია. მომხმარებლის ნაწილმა წინასწარი ჯავშნების ხარჯზე ბიუჯეტური ტურპაკეტების შეძენაც მოასწრო თუმცა ივნისიდან პაკეტების ღირებულების გაძვირება დაიწყო. საქსტატის ინფორმაციით, გაზრდილია როგორც ავიაბილეთების, ასევე სხვა სამოგზაურო მომსახურებების, მათ შორის განთავსების ფასებიც. რა ფასად შეძლებენ წელს ქართველები დასვენებას და რომელი მიმართულებებია პოპულარული?