რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებული იყო - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა Tass-თან ინტერვიუში განაცხადა. სერგეი ლავროვი ამბობს, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესებულია და ამიტომ მოხდა ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე შეთანხმება. ლავროვი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ურთიერთობის გაწყვეტა მოსკოვის სურვილი არასდროს ყოფილა. თბილისში ლავროვის განცხადებას ჯერჯერობით არ პასუხობენ.