მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფრენების აკრძალვის შემდეგ, საქართველოს საზღვარი რუსეთის 145,748-მა მოქალაქემ გადმოკვეთა

5d418478010aa
შოთა ტყეშელაშვილი
31.07.19 18:00
1193
2019 წლის 8 ივლისის, რუსული ავიასანქციების ამოქმედების შემდეგ საქართველოს საზღვარი რუსეთის 145,748-მა მოქალაქემ გადაკვეთა, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 13.7%-ით ნაკლებია. ამის შესახებ დღეს TBC Research-ის მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვიდან გახდა ცნობილი. 

ამ ვიზიტორთა უდიდესი ნაწილი - 135,938 ადამიანი საქართველოში სახმელეთო გზით შემოვიდა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ეს რიცხვი, 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 6.4%-ით აღემატება. ჯერ-ჯერობით უცნობია რამდენი იყო ამ ვიზიტორიდან სატრანზიტო მგზავრი, რადგანაც საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარი სომხეთის რესპუბლიკასთან რუსეთის დამაკავშირებელი მთავარი საგზაო არტერიაა. 

რაც შეეხება იმ ვიზიტორებს, ვინც საჰაერო გზით (ამ შემთხვევაში სატრანზიტო საჰაერო გზით) შემოვიდნენ საქართველოში, მათი რაოდენობა სულ 9,665-ს შეადგენდა, რაც 2018 წელს არსებულ 40,960-თან შედარებით 76%-ით ნაკლებია. 

TBC Research-ის შეფასებით, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის მიუხედავად, 2019 წელი საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის კლების ნაცვლად ზრდით დასრულდება. 

"ჩვენი პირველადი შეფასება, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში ტურიზმის 5%-იანი ზრდა იქნება ქვეყანაში, რეალისტურად გამოიყურება", - ნათქვამია მიმოხილვაში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ივლისის თვის განმავლობაში ტურისტული აქტივობის შესახებ დეტალურ სტატისტიკას რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს, შედეგად გაირკვევა, თუ რა ნაწილი იყო ამ ვიზიტების ტურისტული და რა სატრანზიტო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები